გეგმები

                             


                        გაკვეთილის გეგმა  ისტ-ში

 

გაკვეთილის მთავარი 

თემა

ინფორმაცია
როგორ შეიქმნა კომპიუტერი-მისი მოწყობილობა და დანიშნულება

სწავლების საფეხური

მეკლასი

მოსწავლეთა პროფილი

კლასში 10 მოსწავლეა.

განსაკუთრებული მიდგომის 

საჭიროებების მქონემოსწავლეები არ არიან

გაკვეთილის მნიშვნელობა

/ აქტუალობა

 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვასახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

გაკვეთილის მიზნები

 დაშედეგები

საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი.შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;   მოსწავლეებს უყალიბდებათ შემოქმედებითისაკომუნიკაციო უნარჩვევები.  

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან კომპიუტერთან ქცევის წესები.  ტექსტურირედაქტორი , ბეჭდვა.

შეფასების საგანი და 

პროცედურები

მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკისსაშუალებით.განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფა
სებებით

 

სასწავლო მასალა და 

ტექნიკურირესურსები

სახელმძღვანელო(ნინო ჯამასპაშვილიისტ;Vკლასი;გამომცემლობა,,დიოგენე''-2011.),ინტერნეტი.  კომპიუტერი,პროექტორი,პრეზენტაცია თან ერთვის

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასომენეჯმენტი

 

სორგანიზაციო საკითხები - 2 წთ

§  ) (გამოწვევა) - 15 წთ

§  ბ) (შინაარსის რეალიზება)-22 წთ

) (გამთლიანება)- 6 წთ

ვახდენ დავალების შეჯამებასვაწყობ დებრიფინგსრა ვისწავლეთრაშიგამოგვადგება ეს კომპეტენციები და ვაფასებ მოსწავლეებსმოსწავლეებიპერსონალურად პასუხობენ დასმულ შეკითხვებს

ü  როგორ შეიქმნა კომპიუტერი?

ü  მისი მოწყობილობა და დანიშნულება. რა არის ინფორმაცია?

ü  ინფორმაციის სახეები და ა. შ.

 

 

 

 

 

შეფასების  სქემა ( საკლასო  მუშაობის მიხედვით)

კრიტერიუმები

დაბალი

1-2

საშუალოზე დაბალი

3-4

საშუალო

5-6

საშუალოზე  მაღალი

7-8

მაღალი

9-10

ჩართულობა

არ  არის  ჩართული

პასიურია,

იშვიათად

მონაწილეობს 

ინტერაქციაში

მეტ- ნაკლებად  ჩართულია მუშაობაში.

მონაწილეობს

ინტერაქციაში  მაგრამ  არც  ისე  ხშირად.

აქტიურადაა ჩართული,

მონაწილეობს

ინტერაქციაში, მაგრამ  ხშირად თავს

იკავებს.

აქტიურადაა  ჩართული  ინტერაქციაში,პასუხისმგებლობით ეკიდება  დავალებებს.

ტექსტზე 

მუშაობა

უჭირს  თემის ძირითადი საკითხების

 გაგება და 

თარგმნა

ნაწილობრივ 

ამოიცნობს  თემის  ძირითად  საკითხებს  მაგრამ

  უჭირს მისი  თარგმნა

მეტ-ნაკლებად  იგებს  თემის  ძირითად  საკითხებს

თითქმის

ყოველთვის  ამოიცნობს  თემის  ძირითად საკითხებს  და  იგებს ტექსტს.

ზუსტად ამოიცნობს თემის  ძირითად საკითხებს კარგად  იგებს ტექსტს

პრეზენტაცია

 

პრეზანტაცია არ  შეესაბამება  საკითხს,

რეფერენტი  საუბრობს  გაურკვევლად.

საკითხი  არასრულდ  არის გადმოცემული,

ნაკლებად  შეესაბამება  მოცემული დავალების  შინაარს.

მოწესრიგებულია  თუმცა  ზოგადად  შეესაბამება  მოცემული  დავალების  შინაარს.

საკითხი  ამომწურავად  არის  გადმოცემული;შეცდომებიუმნიშვნელოა;რეფერენტი დამაკმაყოფილებლად  ფლობს  საპრეზენტაციო  მასალას.

საკითხი  ზუსტად და  ამომწურავად  არის გადმოცემული,რეფერენტი  კარგად  ფლობს  საპრეზენტაციო  მასალას.

 

  -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                               

როგორ შევინახოთ დოკუმენტი

გაკვეთილის გეგმ

 

გაკვეთილის

მთავარი თემა

დოკუმენტის შენახვა.

სწავლების

საფეხური

დაწყებითი საფეხურიმე-5 კლასი.

მოსწავლეთა

პროფილი

10 მოსწავლე.

გაკვეთილის

მნიშვნელობა/

აქტუალობა

მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიანპროგრამა  WordPad-ში დოკუმენტის შენახვისპრინციპებს.

გაკვეთილის

მიზნები 

და

შედეგები

ის ტექნ. V .1.

·  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას,მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.

ის ტექ. V .4.

·  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებებისეფექტიანად გამოყენება.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან  კლავიატურაზე მუშაობა,პროგრამა  WordPad-ში  ასოების აკრეფისთავისებურებები.

შეფასების 

საგანიდა პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიანგანმსაზღვრელი შეფასებით .

სასწავლო მასალა

და ტექნიკური

რესურსები

სახელმძღვანელოკომპიუტერებიპროექტორი,პროგრამა  WordPad, დამატებითი ლიტერატურა,ინტერნეტი.

გაკვეთილისმსვლელობა /

საკლასომენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)

შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)

ფაზა - (5 წთ.)

მასწავლებელი გამოწვევის მიზნით აჩვენებსმოსწავლეებს პრეზენტაციას , რომელიც შემდეგიშინაარსისააწიგნი ინახება კარადაშინაყინი -სანაყინეშიპროდუქტი - მაცივარშიწამალი -აფთიაქშიხოლო დოკუმენტები - დისკებზეამისშემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვასიმისათვისრომარ გაფუჭდეს პროდუქტიწამალირომ არ დადნესნაყინირომ არ დაზიანდეს წიგნირა არის საჭიროამისათვისბავშვები მიდიან დასკვნამდერომ ამყველაფერს უნდა შენახვაშემდეგ მასწავლებელიუხსნით ბავშვებსრომ ასევეა ის დოკუმენტებიც,რომლებსაც ადამიანები კომპიუტერში ამუშავებენ,საჭიროა მათი შენახვაშემდგომი გამოყენებისათვისდა სარგებლობისათვის.

ფაზა - (25 წთ.)

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეარჩიონქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისურიენის სახელმძღვანელოდან სასურველი ტექსტებისნაწყვეტებიასევე იყენებს სახელმძღვანელოშიმოცემულ ტექსტებსმოსწავლემ თავისი ნამუშევარისახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციისშესაბამისად უნდა შეინახოს.

ფაზა - (3 წთ.)  მასწავლებელი მოსწავლეებთანერთად ახდენს გაკვეთილის შეჯამებას და აკეთებსშეფასებასაძლევთ დავალებას შექმნან სასურველიშინაარსის დოკუმენტი  WordPad-შიდაარქვანსახელი  და შეინახონ კომპიუტერში.

 ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                         გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

როგორ იმახსოვრებს კომპიუტერი ინფორმაციას?

საგანი/პედაგოგი

ისტ-

სწავლების საფეხური/კლასი

დაწყებითი საფეხური/V კლასი

მოსწავლეთა პროფილი

10მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მოსწავლე არ არის.

გაკვეთილის აქტუალობა

  • მოსწავლეები გააცნობიერებენ ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას ორობით სისტემაში.
  • აღწერს და განასხვავებს ინფორმაციის საზომ ერთეულებს.
  • ისაუბრებს მყარი დისკის მახასიათებლებზე, მყარ და ლოგიკურ დისკებს.
  • განსაზღვრავს მათ დანიშნულებას.

გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები

ისტექნ. V. 2 .     მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ინფორმაციისა და ელექტრონული ფორმატის ობიექტების მიღება-გადაცემისას, აცნობიერებს მასალის მოცულობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;

 ისტექნ. V. 4 მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს .

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ინფორმაციისა და ციფრული მასალის შენახვის წაკითხვისა და გადაცემისას აცნობიერებს ფაილის ზომებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს;
  • აცნობიერებს შესანახი მოწყობილობების  მეხსიერებების შესაძლებლობებს.

წინარე ცოდნა

  • იციან კომპიუტერის მოწყობილობების დანიშნულება;
  • კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა;
  • მარტივ ტექსტურ რედაქტორში ინფორმაიის შეტანა და შენახვა.

შეფასების საგანი და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით.

გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სასწავლო მასალა: V კლასის სახელმძღვანელო _ ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები’’ _ ავტორი: ნინო ჯამასპიშვილი. მასწავლებლის წიგნი. დაფა, ცარცი.

ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტიwww.google.ge , ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი.

გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი

მისალმება, კლასისორგანიზება _ 2 წთ

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა 

აქტივობა 1 _ შესწავლილი მასალის გამეორება _ 5 წთ

აქტივობა 2 _ კითხვა-პასუხი _ 5 წთ.

  1. რა სიგრძე/სიგანე აქვს საკლასო ოთახს?
  2. რა მასა ექნება წიგნს, სასკოლო ჩანთას?
  3. რა მანძილითაა დაშორებული სკოლა თქვენი სახლიდან?
  4. როგორ ფიქრობთ რა ზომის იქნება თქვენს მიერ დამუშავებული დოკუმენტი?
  5. რა ადგილს იკავებს ის კომპიუტერის მეხსიერებაში?

გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა_ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _ 15 წთ.

პრეზენტაციის დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის საზომ ერთეულებს, მათ  შორის დამოკიდებულებას.

აცნობიერებენ კომპიუტერში ინფორმაციის წარმოდგენის ფორმას, ეცნობიან ორობით კოდებს, ინფრომაციის ორგანიზებას კომპიუტერში, მყარი დისკის ნაწილებს

გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია 

აქტივობა _ ჯგუფური მუშაობა _ 15 წთ.

კლასს დავყოფ 2 ჯგუფად.

თითოეული ჯგუფი ამოწმებს ჩემს მიერ შერჩეული კომპიუტერის მყარი დისკის ზომებს. არკვევენ, რამდენია თავისუფალი და დაკავებული ადგილი დისკზე. თითოეული ჯგუფის წარმომადგენელი დაფაზე დაწერს კომპიუტერის მყარი დისკის მონაცემებს (რამდენია თავისუფალი და დაკავებული ადგილი დისკზე, რა ზომის არის დისკი).

მოსწავლეები ადგენენ, რაზომისაა მათ მიერ WordPad-ში შექმნილი დოკუმენტი. ამისათვის კონტექსტური მენიუდან იყენებენ ბრძანებას Properties.

აქტივობა 5 _ გაკვეთილის შეჯამება _ 5 წთ.

ჯგუფებთან ერთად ვაკეთებთ ინფორმაციის შეჯამებას.

  • რომელი ჯგუფის კომპიუტერშია მეტი ინფორმაცია ჩაწერილი;
  • რომელი მოსწავლის დოკუმენტი რა ზომისაა.

აქტივობა 6 _ დამოუკიდებელი სამუშაო _ 4 წთ.

მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ სლაიდს,სადაც დაწერილი იქნება სავარჯიშო. ვსთხოვ სავარჯიშო გადაიწერონ თავიან რვეულებში და შემოხაზონ მართებული პასუხები

შეფასება _ 2 წთ.

განმსაზღვრელი შეფასებისქემის მიხედვით


----------------------------------------

   

Paint-ის გაკვეთილის გეგმა

 

გაკვეთილის თემა

დავხატოთ პროგრამა paint-ში

საგანი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

პედაგოგი

ტ.გუკი

 

საფეხური, კლასი

დაწყებითი, კლასი

მოსწავლის რაოდენობა

10

წინარე ცოდნა

გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის ელემენტები: ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება; ნამუშევრის შენახვა/გახსნა.

ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგები, ინდიკატორები

 ·        აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორ, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, დაფორმატება);

ის ტექნ. V.1.

·          მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება

ის ტექნ. V.4.

·        მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს 

 

მიზანი

მოსწავლეები გამოიყენებენ სახატავ და ტექნიკურ რედაქტორებს, გამოიყენებენ ი.ს.ტ-ს შემოქმედებით საქმიანობაში, მაგალითად შექმნიან დაბადების დღის მისალოცს

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები: წრე, ოვალი, მართკუთხედი, კვადრატი, მრავალკუთხედი, წებოვანი ქაღალდები

გაკვეთილის თანმიმდევრობა

I ფაზა: აქტივობა, გონებრივი იერიშის მეთოდით ვსვამ შეკითხვებს, წელიწადის რომელი დრო მოსწონთ? რატომ? რა ფერებით იხსენებენ ამ დროს? წინასწარ დარიგებულ თაბახებზე დაწერონ წელიწადის ის დროს რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ. მე ვპირდები მოსწავლეებს, რომ მათთვის საყვარელ წელიწადის დროს გადმოვაცემინებ სახატავი პროგრამის საშუალებით.

5 წუთი.

 

II ფაზა: რეალიზება ანუ კონსტრუირება.

აქტივობა 1.

პროექტორით ვაჩვენებ, როგორ უნდა გაიხსნას სახატავი პროგრამა paint.  შემდეგ ვთხოვ კომპიუტერის ეკრანზე თვითონ გახსნან იგივე პროგრამა. ვაცნობ შესაბამის ინსტრუმენტებს და მის გამოყენებას. ვაძლევ ზუსტ ინსტრუქციას, როგორ შეასრულონ დავალება (დახატონ ხე ). 10 წუთი

III ფაზა: რეფლექსია ანუ შეჯამება

აქტივობა 1. მოსწავლეებს ვთხოვ ხელახლა შევიდნენ პროგრამაში და ინსტრუმენტები გამოიყენონ შემდეგნაირად: ყველას თაბახის ფურცელზე უწერია წელიწადის საყვარელი დრო, აირჩიონ ამ დროისთვის შესაფერისი საგანი ან მოვლენა და დახატონ paint-ში.  15 წუთი

შეფასება

განმსაზღვრელი- ვწერ ნიშნებს,

განმავითარებელი-სიტყვიერი კომენტარი.  შეფასებას   ვაკეთებ რუბრიკის მეშვეობით.  3 წუთი

თვითშეფასება

რა პრობლემამ იჩინა თავი? გავედი თუ არა შედეგზე?  რას შევასწორებდი? 2 წუთი

 

 

 

ნამუშევრის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმი

ქულა

0

1

2

თემასთან შესაბამისობა

0-1-2

0 ქულა - ნამუშევარი არ შეესაბამება თემას

1 ქულა - ნამუშევარი შეესაბამება თემატიკას, თუმცა არის მცირედი შეუსაბამო ობიექტები

2 ქულა - ნამუშევარი მთლიანად შეესაბამება თემატიკას

ფონის ფერი

0-1

0 ქულა - ფონის ფერი ხელს უშლის სურათის აღქმას

1 ქულა - ფონის ფერი ხელს უწყობს ნამუშევრის აღქმას

 

ინსტრუმენტების გამოყენება

0-1-2

0 ქულა - გამოყენებული აქვს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი

1 ქულა- გამოყენებული აქვს ორი ინსტრუმენტი

2 ქულა - გამოყენებული აქვს ორზე მეტი ინსტრუმენტი

ფიგურები

0-1-2

0 ქულა - არ აქვს გამოყენებული ფიგურები

1 ქულა - გამოყენებული აქვს ერთი ფორმის ფიგურა

2 ქულა - გამოყენებული აქვს ორი და მეტი ფორმის ფიგურა

ფერთა პალიტრა

0-1-2

0 ქულა - გამოყენებული აქვს ერთი ფერი

1 ქულა - გამოყენებული აქვს ორი ფერი

2-ქულა - გამოყენებული აქვს რამოდენიმე ფერი

შემოქმედებითობა

0-1

0 ქულა - ნაკლებად შემოქმედებითია

1 ქულა- ნახატში ჩანს შემოქმედებითი მიდგომა

 

 

 

ჯამური  ქულა  10 ქულა

 -------------------------------------------------------

  

ასოების აკრეფის თავისებურებები პროგრამაWordPad-ში

 


გაკვეთილის მთავარი თემა

ასოების აკრეფის თავისებურებები პროგრამაWordPad-ში

სწავლების

საფეხური

დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი.

საგანი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

პედაგოგი

ტ.გუკი

მოსწავლეთა

პროფილი

10  მოსწავლე.

გაკვეთილის

მნიშვნელობა/

აქტუალობა

მოსწავლეები გაკვეთილის შედეგად გაეცნობიანპროგრამა  WordPad-ში ტექსტის აკრეფვისპრინციპებს და ძირითად წესებს.

გაკვეთილის

მიზნები და

შედეგები

ის ტექნ. V .1.

·  გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას,მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას.

ის ტექ. V .4.

·  მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებებისეფექტიანად გამოყენება.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან პროგრამა  WordPad-ში შესვლა,ფანჯრებთან მუშაობა.

შეფასების საგანი

და პროცედურები

მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელიშეფასებით.

სასწავლო მასალა

და 

ტექნიკური

რესურსები

სახელმძღვანელო, კომპიუტერები, პროექტორი,ტექსტური რედაქტორი  WordPad, ინტერნეტი,სურათები.

გაკვეთილის

მსვლელობა /

საკლასო

მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები (2 წთ.)

შესწავლილი მასალის გამეორება (10 წთ)

A ფაზა - (10 წთ.)

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩამოწერონ დაფაზე ქართული ანბანი. შემდეგ კი ინგლისური. ამისმერე წერს შესაბამისობას ქართულ და ინგლისურანბანს შორის და ყურადღებას ამახვილებს განსხვავებებზე. შემდეგ სთხოვთ დაასახელონ რამდენიმე სიტყვა, 

რომელიც აუცილებელია მათცხოვრებაში და დაწერონ 

ფურცლებზე. ამის მერე,აჩვენებთ სლაიდ-შოუს იმ 

საგნებზე, რომელთასახელებიც შეიცავენ შემდეგ ასოებს ,,ჭ“, ,,ღ“, ,,თ“, ,,შ“, ,,ჟ“, ,,ჩ“, ,,ძ“.

B ფაზა - (15 წთ.)

მასწავლებელი აცნობთ მოსწავლეებს ტექსტისაკრეფის ზოგად წესებს. უხსნით მათ როგორ ვკრეფთზემოთ ჩამოთვლილ ასოებს Shift 

კლავიშისდახმარებით.მოსწავლეები ხსნიან პროგრამა WordPad-ს 

დაკრეფენ ფურცლებზედაწერილ სიტყვებს,შემდეგ სლაიდ შოუში გამოყენებულ სიტყვებს.მაგალითად: ჭინჭარი, ჭარხალი, ღამე, ღიღილო,თეთრი, თოვლი, შველი, შეშა, ჟურნალი, ჟოლო,ჩურჩხელა, ჩირი, ძერა, ძრავა. ახდენენ ასოებისამოშლა/ჩამატებას, მონიშვნებს, იყენებენ Enterკლავიშს.

 

C ფაზა - (8 წთ.)

მოსწავლეები შეფასდებიან შეფასებისრუბრიკის საშუალებით. 

ბოლოს მასწავლებელიაძლევთ დავალებას გამოიყენონ თავისი 

ქართულილიტერატურის სახელმძღვანელო და მასში მოცემულინებისმიერი ტექსტი აკრიფონ პროგრამა  WordPad-ში.