კურიკულუმები და კომპლექსურები

 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

III კლასი

სასწავლო  წელი  - 2023-2024

კათედრა - კომპიუტერული ტექნოლოგიები - მათემატიკა

საგანი - კომპიუტერული ტექნოლოგიები

საგნის მასწავლებელი - ტ.გუკი

კლასი - III

 

N

 

თვე

 

თემა

მკვიდრი წარმოდგენები

საკითხები/ქვესაკითხები

 

კომპლექსური დავალება

1




კომპიუტერის აგებულება

  1. კომპიუტერის შექმნისა და განვითარების მოკლე ისტორია
  2. კომპიუტერის დამატებითი და ძირითადი მოწყობილობები

როგორ მუშაობს კომპიუტერი.

კომპიუტერულ მოწყობილობას აქვს ძირითადი ნაწილები და დამატებითი მოწყობილობები;

კომპიუტერის ძირითადი ნაწილები: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი;

 

კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ..; როგორ მუშაობს კომპიუტერი.

https://www.blogger.com/blog/page/edit/2722655509929161118/8501529937877108398

2

ინტერნეტი

1.როგორ მუშაობს ინტერნეტი

2. ღრუბლოვანი სერვისები

3. რა არის საძიებო სისტემა და როგორ გამოვიყენო იგი

1.       ინტრერნეტი არის კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქსელი;

2.     ინტერნეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერულ ქსელში, შესაძლებელია ინფორმაციის არა მარტო მოძიება და გამოყენება, არამედ განთავსებაც;

ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლებაიყოს ყველასთვის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის.




ინტერნეტის ფუნქციონირების პრინციპები; ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და გამოყენება; ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონირების პრინციპები.

3

ინფორმაცია

  1. პრეზენტაციის შექმნა (Microsoft PowerPoint)

1.კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;

2.      როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;

ფაილებში შეიძლება   განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.

პრეზენტაციის შექმნა და ტექსტურ რედაქტორში მუშაობა (Word , Microsoft PowerPoint)

4

 

(ალგორითმი) პროგრამული კოდი



  1. პროგრამაელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი”სხვადასხვა პროგრამებში

ვიზუალური პროგრამირება

www.scratch.org

 

1.ალგორითმი და ალგორითმის შექმნა

2. რა არის პროგრამული ენა

3. ვიზუალური კომუნიკაციის ენა

 

ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში (მაგ.: Scratch) წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მარტივი ანიმაციის შექმნა; ვიზუალური კომუნიკაცია; პროგრამული ენა;

https://www.blogger.com/blog/page/edit/2722655509929161118/8501529937877108398

 -----------------------------------------------------------------------------------------------------

კომპლექსური დავალება

                 კომპიუტერული ტექნოლოგიები

მასწავლებელი: ტატიანა გუკი

სკოლა:  სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა

კლასი:  III

მიმართულება:    კომპიუტერული ტექნოლოგიები

საათების რაოდენობა: 6

სამიზნე ცნება/ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები: კომპიუტერის აგებულება

ქვეცნება / საკითხი:

კომპიუტერის ძირითადი ნაწილები: ინფორმაციის შესაყვანი პორტი;

ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება;

ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი

მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი დაა.შ.;

 როგორ მუშაობს კომპიუტერი.

საკვანძო კითხვები: 

რა ფუნქციას ასრულებს კომპიუტერის ძირითადი და დამატებითი ნაწილები?

კომპლექსური დავალების სათაური:

პერსონალური კომპიუტერის შემადგენელი მოწყობილობები.

კომპლექსური დავალების პირობა:

დახატეთ კომპიუტერული მოწყობილობა. სურვილის შემთხვევაში მიუხატეთ

მას დამატებითი მოწყობილობებიც. გაცვალეთ ნახატები თანაკლასელებთან.

ოსწავლეებმა რიგრიგობით აღწერე ფოტოზე გამოსახული კომპიუტერული

მოწყობილობა ისე, რომ თანაკლასელები ვერ ხედავდნენ მას და კლასის

დარჩენილმა ნაწილმა გამოიცნოს იგი.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

  • რა ნაწილებისგან შედგება ეს მოწყობილობა;
  • მხოლოდ ძირითადი ნაწილებისგან შედგება, თუ აქვს დამატებითი

მოწყობილობებიც;

  • რა ფუნქციას ასრულებს გამოსაცნობი მოწყობილობა.

კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები

(ეტაპები)

ნაბიჯი 1   1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა): კომპლექსური დავალების წარდგენა

რესურსი:

  • ინტერნეტი
  • ლეპტოპი
  • პროექტორი

ნაბიჯის აღწერა: მასწავლებელი აცნობს  მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებას.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს კომპლექსური დავალების პირობას და

უხსნის მისი წარდგენის (პრეზენტაციის) ფორმას.

(კომპლექსური დავალების პირობა წარმოდგენილია პროექტორით).

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

ჩამოთვალეთ მოწყობილობები, რომლითაც შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას?

ნაბიჯი 2    1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა):  კომპიუტერის შექმნის ისტორია.

რესურსი:

  • ინტერნეტი
  • ლეპტოპი
  • პროექტორი
  • დაფა/ცარცი

ნაბიჯის აღწერა: კომპიუტერის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით  თემის

მომზადება და წარმოდგენა.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:  ინფორმაციის მოძიება

ინტერნეტის დახმარებით კომპიუტერის წარმოშობასთან დაკავშირებით.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • რა არის კომპიუტერი?
  • რა რისთვის შეიქნმა კომპიუტერი?
  • რა განსხვავებაა [პირველი თაობის კომპიუტერებსა და თანამედროვე

კომპიუტერებს შორის?

  • თქვენ რომელი ტიპის კომპიუტერით სარგებლობთ?
  • ჩამოაყალიბეთ ყველაზე საინტერესო ფაქტი  კოპიუტერის შექმნის

ისტორიიდან, რამაც თქვენში შთაბეჭდილება მოახდინა.

  • როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება კომპიუტერის გარეშე?

ნაბიჯი 3   1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა):  კომპიუტერის  ძირითადი მოწყობილობები

რესურსი:

ნაბიჯის აღწერა:  პერსონალური კომპიუტერის შემადგენელი ძირითადი

კომპონენტების გაცნობა და მუშაობის პრინციპის აღწერა.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:  ინფორმაციის მოძიება

ინტერნეტის დახმარებით კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების შესახებ

და პრეზენტაცის გაკეთება.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • ჩამოთვალეთ კომპიუტერის ძირითადი  მოწყობილობები?
  • რატომ უწოდებენ კომპიუტერის მოწყობილობას ძირითადს?
  • რა დანიშნულება აქვს მონიტორს?
  • რა დანიშნულება აქვს მაუსს?
  • რა დანიშნულება აქვს კლავიატურას?
  • რა დანიშნულება აქვს სისტემურ ბლოკს?

ნაბიჯი 4   1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა):   კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები

რესურსი:

  • ინტერნეტი
  • ლეპტოპი
  • პროექტორი
  • დაფა/ცარცი

ნაბიჯის აღწერა:  კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობების დახასიათება და

მუშაობის  აღწერა.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:   ინფორმაციის მოძიება

ინტერნეტის დახმარებით კომპიუტერის დამატებით მოწყობილობებთან

დაკავშირებით და პრეზენტაცის გაკეთება.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • ჩამოთვალეთ კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები?
  • რატომ უწოდებენ კომპიუტერის მოწყობილობას დამატებითს?
  • რომელი დამატებითი მოწყობილობა გაქვთ სახლში და რას აკეთებს ეს

მოწყობილობა?

  • რომელი დამატებითი მოწყობილობას შეიძენდით და რატომ?

ნაბიჯი 5       1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა):  კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

რესურსი:

  • ინტერნეტი
  • ლეპტოპი (სასურველია Desktop კომპიუტერი თვალსაჩინოებისთვის)
  • პროექტორი
  • დაფა/ცარცი
  • სახატავი რვეულები(ფანქრებით)/ ან საძერწი საშუალება

ნაბიჯის აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ კომპლექსურ დავალებაზე

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

შექმნილი ნამუშევრის პრეზენტაცია.

კომპიუტერის ძირითადი და დამატებითი მოწყობილობების შექმნა (ნახატით ან

ძერწვით).

PS: მოსწავლე თავად ირჩევს რომელი კომპონენტის (ან კომპონენტების ) შექმნაც

სურს

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • გაიხსენეთ თქვენი პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა
  • გაიხსენეთ რომელი გარე მოწყობილობები გინახავთ
  • რამდენად რთული იყო დავალება?
  • ისურვებდი თუ არა მომავალში ნამდვილი მოწყობილობის შექმნას კომპიუტერისთვის?
  • შენი აზრით რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა იმისათვის, რომ კომპიუტერის

მოწყობილობის შექმნა შეძლოს?

ნაბიჯი 6   1  გაკვეთილი

ნაბიჯის დასახელება (თემა):  კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

რესურსი:   მოსწავლეთა ნამუშევრები

ნაბიჯის აღწერა:    მოსწავლეები აკეთებენ საკუთარი ნამუშევრების

პრეზენტაციას

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ნამუშევრების პრეზენტაცია

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • ჩამოთვალე კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები
  • აღწერე თითოეული მოწყობილობის დანიშნულება
  • ჩამოთვალე კომპიუტერის გარე მოწყობილობები
  • აგვიხსენი რატომ უწოდეს ძირითადი მოწყობილობები
  • ჩამოთვალე კომპიუტერის რომელი დამატებითი მოწყობილობები გაქვთ

სახლში და რა მიზნით იყენებთ მას?

მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები

                                                                                         
                                                                                           
  
                               


               

                 





------------------------------------------------------------------------------

კომპიუტერული ტექნოლოგიები

სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის  საჯარო სკოლა

მასწავლებელი: ტატიანა გუკი

კლასი: III

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

საათების რაოდენობა: 4

სამიზნე ცნება/ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

ალგორითმი, პროგრამული კოდი

  • ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
  • პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად;
  • პროგრამული კოდი განსაზღვრავს კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას, მოწყობილობის ქცევას;
  • პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება.

ქვეცნება / საკითხი: ალგორითმი და ალგორითმის შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების გარემოში (Scratch) წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მარტივი ანიმაციის შექმნა; ვიზუალური კომუნიკაცია; პროგრამული  ენა;

საკვანძო კითხვები:

  • მოქმედებების რომელი თანამიმდევრობა გამოიყენეთ პრობლემის გადაჭრისთვის (მ. წ. 1;
  • როგორ აქციეთ ან შეიძლება აქციოთ თქვენ მიერ შექმნილი ან გამოყენებული

ალგორითმი პროგრამულ კოდად (მ. წ. 2);

  • კომპიუტერის რომელი ოპერაციების შესრულებისთვის გამოიყენეთ პროგრამული კოდი (მ. წ. 3);
  • რომელ პროგრამულე ენაზე შესრულებული პროგრამული კოდი და რატომ (მ.წ. 4).

კომპლექსური დავალების სათაური: ანიმაციის შექმნა Scratch გარემოში

კომპლექსური დავალების პირობა:

Scratch გარემოში შეადგინე ანიმაცია ეზოპის იგავზე „ორი ამხანაგი“

დავალების შესასრულებლად გამოიყენე სამი პერსონაჟი (სპრაიტი): ორი ბიჭი და დათვი. აირჩიე  ტყის  ფონი.

ტყის ფონზე გამოჩნდეს ორი ბიჭი და სპრაიტი დათვი უნდა იყოს დამალული.ბიჭები გადაადგილდეს .მერე გამოჩნდეს დათვი.ერთი ბიჭი ავიყვანოთ ხეზე და მეორე ბიჭი დაწვეს მიწაზე.დათვი მიუახლოვდეს მეორე ბიჭს და ცოტა ხნის მერე  იქაურობა დატოვოს.პირველი ბიჭი ჩამოვიდეს და მეორე ბიჭს უთხრას:“რა გითხრა ყურში დათვმაო?“მეორე ბიჭი ამბობს:“ცუდია ის კაცი ,რომელიც ამხანაგს გასაჭირში მიატოვებს“.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

რამდენად კარგად გაიაზრა მოსწავლემ ალგორითმის ცნება;

შექმნა, თუ არა მოსწავლემ ოპტიმალური ალგორითმი;

გამოიყენა, თუ არა Scratch გარემოში ანიმაციის შექმნისას ყველა შესწავლილი საკითხი: სპრაიტების დამატება; ფონის არჩევა; თითოეული სპრაიტისთვის კოდის შედგენა; კოდის კოპირება და სხვა სპრაიტისთვის მინიჭება.

 

  • როგორ აქციე Scratch-ის გარემოში ალგორითმი პროგრამულ კოდად;
  • მოქმედებების რომელი თანამიმდევრობა გამოიყენე დავალების შესრულებისას
  • რომელი ოპერაციების შესრულებისთვის გამოიყენეთ პროგრამული კოდი
  • შეძელი, თუ არა, ვიზუალური პროგრამირების ენის- Scratch-ის ოპტიმალურად გამოყენება

კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები

(ეტაპები)

ნაბიჯი 1

ნაბიჯის დასახელება (თემა): მარტივი ანიმაციის შექმნა Scratch გარემოში

რესურსი: Scratch

ნაბიჯის აღწერა: Scratch გარემოში ჩასვი ორი ბიჭი.ორივეს მიანიჭე 30 ნაბიჯი.გამოაჩინე დათვი(მისი ზომა 70).პირველ ბიჭს მიანიჭე მაჯვნივ  სრიალი.მეორე ბიჭს მიანიჭეთ კოსტუმის შეცვლა.დათვი გადაადგილდეს 20 ნაბიჯით.პირველი ბიჭი ჩამოვიდეს და მეორე ბიჭს უთხრას:“რა გითხრა ყურში დათვმაო?“მეორე ბიჭი ამბობს:“ცუდია ის კაცი ,რომელიც ამხანაგს გასაჭირში მიატოვებს“.

 

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

1.      განვმარტეთ რა არის ალგორითმი, დავასახელეთ ცხოვრებისეული  ალგორითმების მაგალითები, ვიმსჯელეთ პროგრამული ენების შესახებ;

განვიხილეთ ვიზუალური პროგრამირების ენა და მისი შესაძლებლობები:

2.      შევასრულეთ ციფრული საგანმანათლებლო რესურსის რამდენიმე ინტერაქტიული აქტივობა:

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/algorithmes-4/1.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/Visual-Communication-6/1.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-3/Visual-programing-7/1.html

3.      მოვიფიქრეთ მარტივი ალგორითმი და Scratch- ვიზუალური პროგრამირების გარემოში ეს ალგორითმი ვაქციეთ პროგრამულ კოდად:

მოსწავლეს დაევალა რამდენიმე პერსონაჟის (სპრაიტის) ჩასმა ვიზუალური პროგრამირების გარემოში, მათთვის მოძრაობის (Move) და ტექსტური/ხმოვანი (Say/Play Sound) ინფორმაციის მინიჭება.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  •  რა არის ალგორითმი
  • როგორ შეგიძლია ალგორითმი აქციო პროგრამულ კოდად
  • რა უნდა გაითვალისწინო ალგორითმის/პროგრამული კოდის შედგენისას?
  • რომელი ღილაკი გამოიყენე ახალი სპრაიტის  ჩასასმელად?
  • რომელ კატეგორიაში იპოვე ბლოკი Move და როგორ შეცვალე ნაბიჯების რაოდენობა?
  • რომელ კატეგორიაში იპოვე ბლოკი Say და Play Sound?
  • რა შეგიძლია დაამატო შენს მიერ შექმნილ ალგორითმში, რომ უფრო სახალისო გახდეს შენი პირველი ანიმაცია?

ნაბიჯი 2

ნაბიჯის დასახელება (თემა): ანიმაციის შექმნა Scratch გარემოში

რესურსი: Scratch

ნაბიჯის აღწერა: გახსენი წინა გაკვეთილზე შექმნილი პროექტი. ყველა სპრაიტის კოდში დაამატე   კოსტუმების შეცვლის ბლოკი. ასევე, შეცვალე ფონი ახალი პერსონაჟის (დათვი) გამოჩენისას. მოიფიქრე და კოდში ჩასვი ორივე ბიჭის  მოკლე დიალოგი. დამალე პირველი ბიჭი და 15 წამის შემდეგ დამალე მეორეც.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: მოსწავლეს დაევალა წინა გაკვეთილზე შენახული პროექტის გახსნა და ცვლილებების შეტანა. კერძოდ, პერსონაჟებისთვის კოსტუმების  შეცვლა, ახალი პერსონაჟის გამოჩენისას ფონის შეცვლა და კონკრეტული პერსონაჟის გამოტანა/დამალვა გარკვეული დროის  შემდეგ (მაგ. 15 წამის შემდეგ).

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შეცვალე  სპრაიტის  კოსტუმი?
  • როგორ შეცვალე ფონი კოდში?
  • დიალოგის შექმნისას რომელი ბლოკები გამოიყენე?

მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებები

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

II  კლასი

სასწავლო  წელი  - 2023-2024

კათედრა - კომპიუტერული ტექნოლოგიები - მათემატიკა

საგანი - კომპიუტერული ტექნოლოგიები

საგნის მასწავლებელი - ტ.გუკი

კლასი - II

 

N

 

თვე

 

თემა

მკვიდრი წარმოდგენები

საკითხები/ქვესაკითხები

 

კომპლექსური დავალება

1

 

 სექტემბერი

ოქტომბერი



პირობითი ნიშნები:

 

1.        პირობითი ნიშნების ენა

2.       პირობითი ნიშნები ჩვენს ირგვლივ.

პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;

პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

პირობითი ნიშნების შემუშავება და მათი საშუალებით ინფორმაციის გადაცემა; პირობითი ნიშნების საშულებით ბრძანებების გადაცემა და მიღებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.


https://www.blogger.com/blog/page/edit/2722655509929161118/8501529937877108398

2

ნოემბერი

დეკემბერი

კომპიუტერის აგებულება



მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი



1.       კომპიუტერულ მოწყობილობას აქვს ძირითადი ნაწილები და დამატებითი მოწყობილობები;





ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს; იყენებს მაუსს/თაჩპადს, ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და საუბრობს მათ დანიშნულებაზე; ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით.

3

იანვარი

თებერვალი

ინტერნეტი

 

1. რა არის ქსელი და როგორ ვერთიანდებით ჩვენ მასში

1.         ინტერნეტი არის კომპიუტერების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ქსელი;

2.         ინტერნეტში, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერულ ქსელში, შესაძლებელია ინფორმაციის არა მარტო მოძიება და გამოყენება, არამედ განთავსებაც;

3.         ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ყველასთვის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის.

ქსელის ფუნქციონირების პრინციპები;

4

მარტი

აპრილი

ალგორითმი - პროგრამული კოდი

  1. ციკლები ჩვენს ცხოვრებაში
  2. ციკლების შექმნა
  3. მარტივი 5-6 ნაბიჯიანი ალგორითმების შედგენა
  4. პროგრამა ,,ვსწავლობთ თამაშითსხვადასხვა პროგრამებში



5.                 ვიზუალური პროგრამირება

www.scratch.org



  1. ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა;
  2. პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად;
  3. პროგრამული კოდი განსაზღვრავს კომპიუტერული მოწყობილობის მიერ გარკვეული ოპერაციების შესრულებას, მოწყობილობის ქცევას;
  4. პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება.

ციკლების გამოყენება ვიზუალური პროგრამირების გარემოში;

5

მაისი

ივნისი






ციფრული მოქალაქეობა

ინფორმაციულ რესურსებზე მუშაობა

საკუთარი მონაცემების დაცვა

როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე ციფრულ სივრცეში აუცილებელია ეთიკის ნორმების დაცვა (სხვისი და საკუთარი უფლებების პატივისცემა); 

კონფიდენციალურობის დაცვა; პირადი ინფორმაციის დაცულად შენახვა,

 


----------------------------------------------------------------------------------------------------------------

კომპიუტერული ტექნოლოგიები

სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარსკოლა

მასწავლებელი: გუკი ტატიანა

კლასი: II

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

საათების რაოდენობა: 5

                               პირობითი ნიშნების ენა

სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

პირობითი ნიშნები არის წინასწარ შემუშავებული ნიშანთა სისტემა;

პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა;

პირობითი ნიშნების საშუალებით შესაძლებელია წინასწარ შემუშავებული ბრძანებების თანამიმდევრული შესრულება.

 

საკითხი :

ქვეცნება/ქვეცნებები:

პირობითი ნიშნების სისტემის დამოუკიდებლად შემუშავება.

პირობითი ნიშნების საშუალებით ინფორმაციის მიღება და გადაცემა.

 

 საკვანძო შეკითხვა / საკვანძო შეკითხვები

·        რა არის  პირობითი ნიშნეშანი?

·        შეგიძლია თუ არა  პირობითი ნიშნების წაკითხვა და მათი გამოყენება?

·        როგორ გამოიყენებ პირობითი ნიშნების შესახებ მიღებულ ცოდნას?

·        როგორ ფიქრობ, რატომაა საჭირო  ჩვენ ირგვლივ არსებული  პირობითი ნიშნების შესახებ  ცოდნა ?

              ინფორმაცია - ამბავი, ცნობა, შეტყობინება, ცოდნა.

ზოგადი ინფორმაცია არის ცოდნა, რომელსაც ადამიანი იღებს გარემო სამყაროსთან უშუალო ურთიერთკავშირის შედეგად.

უხსოვარი დროიდან ინფორმაციის გადაცემა და შენახვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ინფორმაციის გადაცემის და შენახვის გზები და საშუალებები:

1.   პირობითი ნიშნები გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პირობითი ნიშნებით უფრო ადვილია რაიმე ამბის - ინფორმაციის გადაცემა ადამიანებისათვის.

 


 

2.ინფორმაცის მიღების და გადაცემის საშუალებები:

 


3.ინფორმაციის მიღების და გადაცემის სახეები:



4.ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია. იგონებდნენ ათასგვარ ხელსაწყოსა და საშუალებას, რათა უფრო მეტი სცოდნოდათ სამყაროს შესახებ.



კომპლექსური დავალების პირობა:

საგანმანათლებლო თამაშის    - „ვსწავლობთ თამაშით“ გამოყენებით შექმენი პირობითი ნიშნები შენთვის სასურველი გარემო (სკოლა, ეზო, ბუნება, ქალაქი, სოფელი …). და ამ გარემოში ჩასვი მინიმუმ 4 პირობითი ნიშანი, რომელიც კრძალავს ან მიუთითებს ადამიანებს ამ გარემოში ქცევის წესებზე. შეინახე ნამუშევარი როგორც სურათი. წარადგინე ნამუშევარი კლასის წინაშე. სთხოვე შენს ნებისმიერ თანაკლასელს განასახიეროს შენს ნამუშევარში გამოყენებული პირობითი ნიშნები კლასში.

კომპლექსური დავალების განხორციელებისთვის :

გავეცნოთ საგანმანათლებლო პროგრამას school.emis.ge, თუ როგორ უნდავირჩიოთ ჩვენი საგანი-კომპიუტერული ტექნოლოგიები , კლასი და კომპლექსური დავალება. რომ კომპლექსური დავალება მოსდევს აქტივობებს და ამ აქტივობებისას მიღებულ ცოდნას ვაერთიანებთ. ვებ - გვერდის school.emis.ge -ის გამოყენებით პირობითი ნიშნების დანიშნულების გაგება:

1        პირობითი ნიშანი არის პატარა ნახატი, რომლითაც ინფორმაციას, რაღაც

მოსაზრებას გადავცემთ.

2        პირობითი ნიშანი გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით,

რაც უადვილებს ადამიანს რაიმე ინფორმაციის გაგებას

რესურსი:

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/conditional-signs-1/1.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/conditional-signs-1/3.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/conditional-signs-1/6.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/conditional-signs-1/9.html

https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/marks-2/8.html

შესრულებული აქტივობები:

1        school.emis.ge-ს ინტერფეისის გაცნობა

2        კომპლექსური დავალების გაცნობა

3        მოსწავლეების მიერ შესრულებული პირობითი ნიშნები სასურველ გარემოში.

4        ნამუშევრების პრეზენტაცია

შუალედურ დავალებაზე მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე და შეასრულეს

ნახატი ფურცელზე თუ როგორ გადავიდოდნენ გადასასვლელზე . (გამოიყენეს

ზებრა-პირობითი ნიშანი)

მოსწავლეების ნამუშევრები:









----------------------------------------

მასწავლებლის რეფლექსია

პირველ გაკვეთილს როგორც ცნობილია ყოველთვის გაცნობითი ხასიათი აქვს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა მოკლედ ვისაუბრეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვესაუბრე ინფორმაციის შესახებ, კერძოდ პირობითი ნიშნებით ინფორმაციის გადაცემის შესახებ. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება - პირობითი ნიშნების გამოყენებით დაწერეს თავიანთი სახელები.

მოსწავლეებს მეორე გაკვეთილზე წარვუდგინე მეორე კლასის კომპლექსური დავალება https://school.emis.ge/ დან - პირობითი ნიშნები.

მესამე გაკვეთილზე ვისაუბრეთ და პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს ვაჩვენე პროგრამაში „ვსწავლობთ თამაშით“ - მუშაობა, სურათის შენახვა კომპიუტერში. ზოგადად რა არის ინფორმაცია და რა არის ფაილი, როგორი სახით შეიძლება იყოს ფაილი წარმოდგენილი, მოკლედ ფორმატების შესახებ.

მეოთხე გაკვეთილზე ვისაუბრეთ ინფორმაციის შესახებ, როგორია მისი გადაცემის და შენახვის სახეები და საშუალებები. როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადაცემა და შენახვა ძველად და როგორ ხდება ახლა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

მეხუთე გაკვეთილზე წარვუდგინე კომპლექსური დავალება, გავაცანი დავალების შესრულების პირობები და ვისაუბრეთ საჭირო საკითხებზე.მოსწავლეებმა აირჩიეს დავალებები და შესრულების ვადები.მოსწავლეებმა მოიტანეს ნამუშევრები - მივეცი შენიშვნები.

მხოლოდ რამოდენიმე მოსწავლეს ჰქონდა პრობლემა დავალების შესრულებისას  და დახმარების  აღმოჩენის შემდეგ გაართვეს თავი დავალებას. ვფიქრობ , ეს კომპლექსური დავალება დაეხმარება შემდეგ კლასებში კომპიუტერული ტექნოლოგიების უკეთ შესწავლაში.

 

 -------------------------------------------------------------

კომპიუტერული ტექნოლოგიები

სკოლა: სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა

მასწავლებელი: გუკი ტატიანა

კლასი: IV

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

საათების რაოდენობა: 4

კომპლექსური დავალების თემა:  გაკვეთილების ცხრილის შექმნა

სამიზნე ცნება:

კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის

სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;

ქვეცნება:

ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word);

საკვანძო კითხვები:

Ø  რა გაიგე ახალი   ტექსტური რედაქტორში  (მაგ. Ms Word) ცხრილების  შესახებ?

Ø  შესძელი თუ არა   ტექსტური რედაქტორის  (მაგ. Ms Word) ტექსტის, გვერდის

Ø  გაფორმება   და ცხრილების გამოყენება?

Ø  რა გაგიადვილდა   და რა გაგიჭირდა?

Ø  დაგეხმარა სავარჯიშოები   და მინიშნებები?

Ø  დაასახელე რამდენიმე   მაგალითი, როგორ გამოიყენებ ამ გაკვეთილით

Ø  მიღებულ ცოდნას ტექსტური რედაქტორში  (მაგ. Ms Word) ცხრილების

შესახებ?

Ø  შენი აზრით რატომაა   მნიშვნელოვანი მოსწავლემ იცოდეს  ტექსტურ

რედაქტორში   (მაგ. Ms Word) ტექსტის,   გვერდის გაფორმება და ცხრილებით

სარგებლობა?

 

კომპლექსური დავალების დასახელება:

შექმენი დოკუმენტი ტექსტური რედაქტორის (მაგ.: Ms Word) ტექსტის, გვერდის

გაფორმებით და  ცხრილების გამოყენებით.

 

 

კომპლექსური დავალების პირობა:

შექმენი შენი დღის განრიგი  ცხრილისა და სურათების გამოყენებით.

ცხრილის ხაზებს შეუცვალე სტილი და ფერი.

სურათს გაუკეთე ჩარჩო.

შექმენი ცხრილიაღნიშნულ განრიგს გაუკეთე შენთვის სასურველი

ფურცლის ჩარჩო.

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია ტექსტური  რედაქტორის  (მაგ. Ms

Word) ტექსტის, გვერდის გაფორმება და ცხრილების გამოყენება;

მოსწავლეს შეუძლია ტექსტურ რედაქტორში (მაგ. Ms Word) ცხრილების

გამოყენებისას ტექსტის აკრეფა, სასვენი ნიშნების დასმა.

 

კომპლექსური დავალების განხორციელების

ნაბიჯები (ეტაპები)

 

ნაბიჯი 1

Ms Word - ში ტექსტის აკრეფა, გვერდის გაფორმება

სურათის მოძიება ინტერნეტით და  ჩასმა და მისი ჩარჩოს გაკეთების ტექნიკა;

ფურცლის ჩარჩოს გაკეთების ტექნიკა.

ნაბიჯის დასახელება (თემა):

 Ms Word-ში ტექსტის და გვერდის გაფორმება და სურათის ჩასმა

რესურსი:

ინტერნეტ ბრაუზერი, საოფისე პროგრამა Ms Word

ნაბიჯის აღწერა:

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

მოსწავლე აკრეფს ტექსტს და შეუცვლის ტექსტს ფერს

 გააფორმებს გვერდს და გაუკეთებს ჩარჩოს

სურათის მოძიება ინტერნეტში და  ჩასმა Ms Word-ში

შუალედური დავალებები:

 

მოსწავლე აკრეფს ტექსტს, შეუცვლის ტექსტს ფერს, შეუცვლის გვერდს ფერს და

გაუკეთებს გვერდს ჩარჩოს, მოიძიებს სურათს Google-ში და ჩასვას სურათს.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

Ø  რა გაგიმარტივდა მუშობის პროცესში?

Ø  რა გაგიძნელდა?

Ø  რას შეცვლიდი თავიდან რომ აკეთებდე?

ნაბიჯი 2

ცხრილის ჩასმის ტექნიკა, ხაზის სტილისა და ფერის გათვალისწინებით;

 

ნაბიჯის დასახელება (თემა):

 Ms Word-ში ცხრილის შექმნა

რესურსი:

 საოფისე პროგრამა Ms Word

ნაბიჯის აღწერა:

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

მოსწავლე შექმნის ცხრილს

ტექსტს შეიტანს ცხრილში

შუალედური დავალებები:

მოსწავლე შექმნის ცხრილს, შეაქვს ტექსტი და აფორმებს

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

Ø  რა გაგიმარტივდა მუშობის პროცესში?

Ø  რა გაგიძნელდა?

Ø  რას შეცვლიდი თავიდან რომ აკეთებდე?

მოსწავლეების ნამუშევარი:

















მასწავლებლის რეფლექსია

კომპლექსური დავალების თემა: გაკვეთილების ცხრილის შექმნა MS Word-ში.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეები და ასევე მასწავლებელი დისკომფორტს განვიცდიდით ისტის ლაბორატორიის გამოუყენებლობის გამო.

პროექტორით კლასში ვუხსნიდი ახალ მასალას  მოსწავლეები სახლიდან

მიგზავნიდნენ დავალებებს, მუშაობა იყო ძალიან საინტერესო. მოსწავლეები ინტერესით

 მოეკიდნენ დავალებას. მათ გამოავლინეს დიდი პასუხისმგებლობა და სხვადასხვა თანამშრომლობითი  უნარები. მიზანი, რომელიც დასახული იყო  კომპლექსური

დავალების სახით მიღწეულია.